მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს.

"გუ­შინ გრი­გო­ლი­ამ ეთერ­ში თქვა, რომ ჩემი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა.მო­დით ჩა­მოვ­თვა­ლოთ რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნის "უფ­ლე­ბე­ბი" და­ირ­ღვა:

ვა­ზა­გაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა და მის მიერ მოკ­ლუ­ლი ხალ­ხის არა? 30 ათა­სი გა­იშ­ნი­კი მარ­თლა დარ­ჩა სამ­სა­ხუ­რის და შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე.და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ლექ­ტო­რი ვე­ღარ იღებ­და ქრთა­მებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

რამ­დე­ნი­მე ათა­სი მე­ბა­ჟე და სა­გა­და­სა­ხა­დოს თა­ნამ­შრო­მე­ლი იქნა და­თხო­ვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად მათი კო­რუფ­ცი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი ჩა­ი­კე­ტა.ექი­მე­ბი რომ სძა­ლავ­დნენ ფულს პა­ცი­ენ­ტებს დარ­ჩნენ მარ­ცხე­ნა შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე.ხში­რად სა­უბ­რო­ბენ მო­ლაშ­ვილ­ზე, მირ­ცხუ­ლა­ვა­ზე და მსგავს კო­რუმ­პი­რე­ბულ მო­ხე­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც მე 4 წლის შემ­დეგ შე­ვი­წყა­ლე. თუმ­ცა პირ­ვე­ლი უამ­რავ ბიზ­ნესს არ­თმევ­და ქრთამს, ფუ­ლით უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლე აი­შე­ნა, იმ­დე­ნად დიდი, რომ იქ მი­უ­სა­ფარ­თა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი თავ­შე­სა­ფა­რი ჩა­ე­ტია. ხოლო მირ­ცხუ­ლა­ვას გამო, რო­მე­ლიც დენს მარ­ცხნივ ყიდ­და თურ­ქეთ­ში ჩუ­ბა­ის­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო.

ხოდა მი­ლი­ო­ნო­ბით ქარ­თვე­ლის, რო­მე­ლიც სიბ­ნე­ლე­ში იყი­ნე­ბო­და, უფ­ლე­ბე­ბი არ ირ­ღვე­ო­და და მირ­ცხუ­ლა­ვა­სი და­ირ­ღვა?ასო­ბით ათა­სი სტუ­დენ­ტის, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ქრთა­მი მი­ე­ცა არ ირ­ღვე­ო­და და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ირ­ღვა?პა­ცი­ენ­ტე­ბი რომ­ლე­ბიც კვდე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე მათი უფ­ლე­ბე­ბი არ ირ­ღვე­ო­და და ექი­მე­ბის და­ირ­ღვა?მე არ ვამ­ტკი­ცებ, რომ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ ირ­ღვე­ო­და - სამ­წუ­ხა­როდ კი, მაგ­რამ სა­ერ­თო სუ­რა­თი ასე­თია, რო­მელ­საც ბევ­რი ჯი­უ­ტად არ ამ­ჩნევს.

რა თქმა უნდა ქ.-ნი ინგა ამ პოსტს არ წა­ი­კი­თხავს ეთერ­ში, მაგ­რამ გთხოვთ თქვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლოთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რს უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ სი­მარ­თლე!დიდი დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ ახლა მა­ინც უნდა შე­ვებ­რძო­ლოთ წარ­სუ­ლის ბნე­ლი ეპო­ქის რე­ვან­შის­ტულ რი­ტო­რი­კას, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ის ეპო­ქა დაბ­რუნ­და ყვე­ლა­ზე ცუდი სა­ხით და ესე­ნი კი­დევ მე მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ რა­მეს, აღა­რა­ფე­რი აღარ უნდა გა­ვა­ტა­როთ, ENOUGH IS ENOUGH!"

ჩვენ გირჩევთ