რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან სოც. ქსელში

რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან სოც. ქსელში

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომას ესწრება ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ის აღწერს იმ გარემოს, რომელშიც პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მხარდამჭერებს შეხვდა.

ჟორჟოლიანის თქმით, დარბაზში მყოფი მესამე პრეზიდენტი ფიზიკურად შეცვლილია, თუმცა შინაგანად კვლავ მებრძოლია - „ჭაღარა, მაგრამ ისევ ბრძოლისუნარიანი“, — ასე ახასიათებს ჟურნალისტი სასამართლო დარბაზში მყოფ სააკაშვილს.

"მი­შას პრო­ცეს­ზე ვართ, მიშა ჭა­ღა­რა. სა­ხე­ზე ცი­ხის ფე­რით. შე­მო­ვი­და ღი­მი­ლით, უფრო სი­ცი­ლით... პი­ჯა­კით, ჰალ­სტუ­ხით, რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბა მის სტა­ტუსს. ყვე­ლას ათ­ვა­ლი­ე­რებს დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც სავ­სეა. ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ვერ შე­მო­ვი­და.

სი­ტყვით მი­მარ­თავს დარ­ბაზს. “თუ ჩვენ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვიქ­ნე­ბით მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს დავძლევთ შიშს, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ.” გმი­რო­ბის და ბრძო­ლის მა­გა­ლი­თი გვა­ნა­ხეს ახალ­გაზ­რდებ­მა, რომ­ლე­ბიც პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან. მეც შე­ვე­ცა­დე თქვენ­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა იგი­ვე, ამი­ტო­მაც დაბ­რუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ეს მა­გა­ლი­თე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.“როცა ამ­ბო­ბენ რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­კი­დე­ბი, რო­გორ? 2012 წელს ხომ მე დავ­თმე თა­ნამ­დე­ბო­ბა, რად­გან ასე იყო სწო­რი ამ ქვეყ­ნის­თვის. რა სა­გა­რეო კურ­სი ექ­ნე­ბო­და ქვე­ყა­ნას ჩემი კურ­სი რომ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო?! დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ კრი­მი­ნა­ლე­ბი? სად იქ­ნე­ბო­და ახლა სა­ქარ­თვე­ლო ახლა?!

არ­სე­ბობს მი­შას თა­ო­ბა, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ და­ი­ბა­და, მი­ვე­სალ­მე­ბი მათ. მე თქვენ­თან ერ­თად ვემ­ზა­დე­ბი მო­მავ­ლის­თვის. მე რომ გა­რეთ ვიყო და გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­მეძ­ლოს, ამათ და­ვას­რუ­ლებ­დი ერთ კვი­რა­ში. ჩვე­ნი პეს­პექ­ტი­ვა სწრაფ ცვლი­ლე­ბებ­შია. ვინც ჯერ კი­დევ იმით ხა­რობს რომ მის­მა პარ­ტი­ამ სხვა პარ­ტი­ა­ზე მეტი მი­ი­ღო იმას არა­ფე­რი უს­წავ­ლია. ახლა მხო­ლოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს.

რით ვერ მიხ­ვდით რომ ყვე­ლა შე­საჭ­მე­ლად ჰყავს გამ­ზა­დე­ბუ­ლი. კი, ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნა, მაგ­რამ ჩვენ ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოც გვი­ნა­ხავს, რო­მე­ლიც გა­ნათ­და. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან გამ­ძლე ხალ­ხია და რად­გან ისი­ნი არ არი­ან და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი, ჩვენ ყვე­ლა გა­ვი­მარ­ჯვებთ.

დარ­ბაზ­ში ტა­შია.

პ.ს. ბო­ლოს თეა ადე­იშ­ვილს ულო­ცავს და­ბა­დე­ბის დღეს..." - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ჩვენ გირჩევთ