კლიჩკო: კიევიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

კლიჩკო: კიევიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია
20-01-2026, 21:09
1

უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკო-მ სააგენტო Agence France-Presse-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

მისი განმარტებით, დაახლოებით 600 000 მოქალაქემ უპასუხა 9 იანვარს გაკეთებულ მოწოდებას და დროებით დატოვა ქალაქი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო თავდასხმებმა კიევის კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურა დააზიანა.

თავდასხმების შედეგად დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდება შეწყდა, რაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებად იქცა იმ ფონზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა. ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ კვლავ მოუწოდებს.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ჩვენ გირჩევთ