FilterWatch: ირანის ხელისუფლება ქვეყნის ციფრულ იზოლაციაში მოქცევას გეგმავს

FilterWatch: ირანის ხელისუფლება ქვეყნის ციფრულ იზოლაციაში მოქცევას გეგმავს
18-01-2026, 20:23
3

ირანის ისლამური მმართველობა ქვეყნის ციფრულ იზოლაციაში მოქცევას გეგმავს.

ინტერნეტის თავისუფლების დამკვირვებლები FilterWatch-ში, დაზვერვის სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ირანის მსოფლიო ინტერნეტიდან განცალკევებას გეგმავენ. ირანის ხელისუფლება გეგმავს, რომ გლობალურ ინტერნეტ ქსელზე წვდომა „პრივილეგია“ გახდება და ამ პრივილეგიით მხოლოდ სახელმწიფო სამსახურის ის თანამშრომლები ისარგებლებენ, ვინც რეჟიმის შემოწმებას გაივლის.

დანარჩენი მოქალაქეებისათვის ინტერნეტ-ცენზურა გავრცელდება და მათთვის მხოლოდ შიგნით არსებული, მთლიანად ისლამისტების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი რესურსები დარჩება ხელმისაწვდომი.

წყარო: imedinews.ge

FACEBOOK კომენტარები
ჩვენ გირჩევთ