მამუკა ხაზარაძე არაბულ ინვესტიციაზე დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ დეტალურად უნდა იცოდეს, რა პირობებით და რა ჩართულობით არის გაფორმებული შეთანხმება.
"საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. უკვე დაანონსებულ ფასს მხოლოდ არაბები თუ შეწვდებიან, რადგან ქართველისთვის დღეს ეს შეუძლებელია. ამ გარიგებით მივიღებთ ორ დასახლებულ არაბულ სატელიტ ქალაქს ბათუმსა და თბილისში.
სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ - ივანიშვილის არაბულ აფიორასთან! ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება!
პირდაპირ ვამბობ, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს! ეს დანაშაულია!", - წერს ხაზარაძე.