"ჩემო ნიკა, ერთი საკნის დაშორებით ვართ", - რას წერს სააკაშვილი ნიკა მელიაზე

"ჩემო ნიკა, ერთი საკნის დაშორებით ვართ", - რას წერს სააკაშვილი ნიკა მელიაზე

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო გარიგებაზე საუბრისას ნიკა მელია არ უგულისხმია.

სააკაშვილის თქმით, მისი განცხადება კონკრეტულ პიროვნებას არ ეხებოდა და გავრცელებული ინტერპრეტაციები რეალობას არ ასახავს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას, ჩემს 2 ნო­ემ­ბრის პოს­ტში ის არც ნახ­სე­ნე­ბია და არც ნა­გუ­ლის­ხმე­ბი, იქ არა­ფე­რი მსგავ­სი რა­ზეც ნიკა სა­უბ­რობს არ წერა.

იგი­ვე ეხე­ბა ჩემს მე­ო­რე მე­გო­ბარ ნიკა გვა­რა­მი­ას, ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ ორი­ვე ნი­კას მრა­ვალ­წლი­ან ბრძო­ლას, რომ­ლის­თვი­საც ფასი გა­და­ი­ხა­დეს ორ­ჯე­რა­დი პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბის სა­ხით. ბო­ლო­ჯერ იმის გამო მოხ­ვდნენ ცი­ხე­ში, რომ ღა­ლა­ტის კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კა­ვეს ღირ­სე­უ­ლი პო­ზი­ცია.

წი­თე­ლი ხაზი, ამ დროს როცა სა­ერ­თო მტე­რია და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი არა­ფერ შუ­ა­შია, ზო­გა­დად ამ რთულ მო­მენ­ტში მხო­ლოდ უპი­რო­ბო ერ­თი­ა­ნო­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს და ნამ­დვი­ლად დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­დას­ხმა.

ქვე­ყა­ნაა გა­და­სარ­ჩე­ნი და პი­რად ემო­ცი­ებ­ზე აყო­ლას და ეგო­ე­ბის შე­ჯიბ­რე­ბას, ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში, ის­ტო­რია არ გვა­პა­ტი­ებს.

ჩემი სამი კვი­რის წი­ნან­დე­ლი პოს­ტი ეძღვნე­ბო­და გი­ლა­უ­რე­ბის კლა­ნის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კას­თან არ მიშ­ვე­ბას და მე მყა­რად ვდგა­ვარ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, უნდა მი­ვი­ღოთ კა­ნო­ნი ოლი­გარ­ქე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში არ დაშ­ვე­ბის შე­სა­ხებ ( ასე­თი მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ერთ-ერთი თა­ნა­ავ­ტო­რი ვარ უკ­რა­ი­ნა­ში)მთლი­ა­ნო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი, რომ ერ­თი­ა­ნო­ბას უბ­რა­ლოდ არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა სწო­რედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლი­დე­რე­ბის ერ­თო­ბით. კარ­გია, რომ პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს ამ ამ­ბავ­ზე.

ისე, ჩემო ნიკა, 1 ჰექ­ტარ­ზე კი არა, ერთი საკ­ნის და­შო­რე­ბით ვიმ­ყო­ფე­ბით, სა­პყრო­ბი­ლის მე-3 სარ­თულ­ზე და შეგ­ვეძ­ლო აქაც გაგ­ვერ­კვია ნე­ბის­მი­ე­რი გა­უ­გებ­რო­ბა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნიკა მე­ლი­ას და ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მარს!" - ვკი­თხუ­ლობთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

ჩვენ გირჩევთ