ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: "დღეს არაჩვეულებრივი ადამიანია და ყველაფერი ვაპატიეთ ერთმანეთს“
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა Setanta Sports Tennis-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ჩანს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა და მისი გერმანელი შეყვარებული, კარლოტა ელენა, რომლებიც ტრიბუნიდან გულშემატკივრობენ ჩოგბურთელის მატჩს. კადრებში ისინი თბილად ურთიერთობენ, ერთ მომენტში კი კარლოტა ბასილაშვილის დედას მხარზე თავს ადებს.
ვიდეოს გავრცელებას ქართულ მედიაში მოჰყვა ბასილაშვილის პირველი მეუღლის, მოდელისა და მომღერლის ნეკა დოროყაშვილის ვრცელი რეაქცია. დოროყაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წარსულში მას ბასილაშვილის დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, რაც ოჯახში პრობლემების მიზეზიც გახდა.
მისივე თქმით, დღეს ვითარება შეცვლილია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მისთვის "არაჩვეულებრივი ადამიანია" და წარსული უთანხმოებები ერთმანეთისთვის მიტევებულია. დოროყაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში აღარ ცხოვრობს და ამჟამად მუსიკალურ კარიერაზეა კონცენტრირებული.
ისე ნიკა, არასოდეს ყოფილა აგრესიული, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და მისი მშობლები არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის საქმის კურსში. ერთმანეთი გადავიმტერეთ, საკუთარი ბავშვურობით და უსუსურობით ვერ მოვერიეთ დიდ აგრესიას.
ორივემ დიდი ტკივილი გადავიტანეთ, რადგან მეც და ნიკაც ვიყავით მისი ოჯახისა და საზოგადოების მსხვერპლნი. ეს ორივეს ბრალი იყო, რადგან პატარები ვიყავით და ორივე წამოვეგეთ პროვოკაციას. ბოლოს რაც მოხდა, იყო ამ ტოქსიკური გარემოს შედეგი. საზოგადოებამ ჩვენს დრამაზე იხალისა. ბოროტ ხალხს ხომ სხვისი ტკივილი სასაცილოდ მიაჩნია.
დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, აღარ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე. დახურეთ ეს თემა, ნუ მწერთ მესიჯებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს. დღეს მეც მყავს საყვარელი ადამიანი გვერდით და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ.
და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ", - წერს ნეკა.





















