ჩილეში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჩილეში ტყის ხანძარს  მსხვერპლი მოჰყვა

ჩილეში ტყის ხანძარს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

ხანძარი განსაკუთრებით მძვინვარებს ნუბლეს რეგიონი-ში, სადაც ცეცხლი 8 500 ჰექტარზეა გავრცელებული. სტიქიის შედეგად დამწვარია 250 საცხოვრებელი სახლი.

ძლიერი ქარი და 38-გრადუსიანი სიცხე ხანძრის ლოკალიზებას მნიშვნელოვნად ართულებს და ცეცხლი ამ ეტაპზე კონტროლს თითქმის არ ექვემდებარება. რეგიონში ევაკუაციაა დაწყებული, ხოლო ქვეყანაში კატასტროფის მდგომარეობა გამოცხადდა.

ჩვენ გირჩევთ