მამა ლევანი: "სათავეში მყოფებს სასახლეები აქვთ, სახლში სახარჯოდ მილიონები უდევთ და ხალხი რა დღეშია"

მამა ლევანი: "სათავეში მყოფებს სასახლეები აქვთ, სახლში სახარჯოდ მილიონები უდევთ და ხალხი რა დღეშია"

კასპის წმინდა გიორგის ტაძრისა და ე.წ. საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, მღვდელი ლევან ჯიქური, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ზედ­გე­ნი­ძე არც დი­დე­ბუ­ლი იყო, არც გი­ორ­გი მერ­ვეს მცვე­ლი, მის შვი­ლებს მის­ცეს ამი­ლახ­ვრო­ბა. მაგ­რამ რომ გა­ი­გო მე­ფეს ლიკ­ვი­და­ცი­ის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი იყო, იო­თა­მი დარ­ჩა მის კა­რავ­ში... ის მოკ­ლეს. რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს? იმი­ტომ რომ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის­გან, გრძნობ­და სამ­შობ­ლო­ზე თუ პი­რად მა­მობ­რივ ზრუნ­ვას. იცო­და რომ მე­ფის სიკ­ვდი­ლით, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ასე­თი ხე­ლი­სუ­ფა­ლი აქაც ბედ­ნი­ე­რი იყო და იმ ქვეყ­ნა­დაც. როცა ის­ტო­რი­ას ეხე­ბი, პა­რა­ლე­ლებს შენს ეპო­ქას­თან ავ­ლებ ხომ.

დღეს ვინ გა­წი­რავს თავს პირ­ვე­ლი პი­რის­თვის? ერის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლოა... და თუ არ ეში­ნია, წყევ­ლის და აგი­ნებს. რად­გან არის სა­ოც­რად არა­თა­ნა­ბა­რი ცხოვ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო იც­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­გან. შო­ბა­დო­ბას სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბამ გა­და­ას­წრო. სას­ტი­კად სცე­მეს პრო­ტეს­ტის უამ­რა­ვი მო­ნა­წი­ლე. გვი­სახ­ლე­ბენ და თავ­ზე გვას­ვა­მენ ის­ტო­რი­ულ მტრებს რუ­სებს, არა­ბებს... სა­თა­ვე­ში მყო­ფებს სა­სახ­ლე­ე­ბი აქვთ, ზოგს თან რამ­დე­ნი­მე, სახ­ლში სა­ხარ­ჯოდ მი­ლი­ო­ნე­ბი უდევთ და და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გო­რაა?

ჩემ ოჯახ­ზე ვი­ტყვი. ჩემი წინა თა­ო­ბე­ბი სულ შრო­მობ­დნენ. მეც ორი უმაღ­ლე­სი და­ვამ­თავ­რე, ვშრო­მობ­დი. მა­ინც ვე­რა­ფერს მო­ვე­წი­ეთ. ამ­დე­ნი წელი 9 კვად­რატ­ში მყავს მე­უღ­ლე და 4 ბავ­შვი, იმი­ტომ რომ მეტს ვერც ვა­კე­თებ­დი და ვერც ვათ­ბობ­დი. გა­ი­ზარ­დნენ, ვე­ღარ ეტე­ვი­ან, სეს­ხი ავი­ღეთ, ვი­თომ გვი­ხა­რია, - უი, რა კარ­გია და­მა­ტე­ბით ოთა­ხებს ვა­კე­თებთ და რა, 2035 წელ­ში უნდა და­ვამ­თავ­რო გა­დახ­და. ადა­მი­ა­ნი დღეს ხარ, ხვალ აღარ, ათ წელ­ში რა მო­მი­ვა, ვინ იცის, რით უნდა იხა­დონ ამ პა­ტა­რებ­მა. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს კუ­რორ­ტე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა. წელს, ბა­თუმ­ში, ერთი დღით ის ბავ­შვე­ბი რომ წა­ვიყ­ვა­ნე, ვი­საც ზღვა არას­დროს ჰქონ­და ნა­ნა­ხი, აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა მშო­ბე­ლიც მა­შინ მოხ­ვდა პირ­ვე­ლად ზღვა­ზე.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ად­გი­ლი რჩე­ბო­და, ჩემი შვი­ლე­ბიც წა­ვიყ­ვა­ნე და მა­თაც პირ­ვე­ლად ნა­ხეს ზღვა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ 30 წე­ლია ერთ წრე­ზე ვართ, წესი და ტრა­დი­ცი­ად გახ­და რომ ერ­თე­უ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჰქონ­დეთ და უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ფე­რი", - წერს ლევან ჯიქური.

ჩვენ გირჩევთ