ალექსანდრე თამაზაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ალექსანდრე თამაზაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.

"ჩემ­თვის რთუ­ლია ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე გა­ვი­აზ­რო ის, რაც ხდე­ბა ირაკ­ლის გარ­შე­მო. მით უმე­ტეს, რთუ­ლია გად­მოგ­ცეთ ჩემი მო­საზ­რე­ბა, ისე რომ არ და­ვა­ზი­ა­ნო ის, რა­საც ირაკ­ლი მთე­ლი შეგ­ნე­ბით უფრთხილ­დე­ბო­და და უფრთხილ­დე­ბა. ის, რომ მთე­ლი “სა­ნა­ცე­თი” ზე­ი­მობს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.

ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მათი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

სა­სა­ცი­ლოა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ხა­რუ­ლი, აჟი­ო­ტა­ჟი, რომ­ლებ­საც ჰგო­ნი­ათ, რომ და­უ­ფას­დე­ბათ და რა­ი­მე სარ­გე­ბელს მი­ი­ღე­ბენ. ბრალ­შიც წე­რია და გა­ნა­ჩენ­შიც, რომ ირაკ­ლის არა­ვის­თვის მო­უ­პა­რავს… არ უსარ­გებ­ლია სა­ხელ­მწი­ფო გავ­ლე­ნით და მით უმე­ტეს, არც კო­რუფ­ცი­ა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.

ზუს­ტად ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე არ­სე­ბობს პა­სუ­ხე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი მი­ზე­ზე­ბი.

ფაქ­ტია, რომ ირაკ­ლიმ გა­და­წყვი­ტა არ შე­სუ­ლი­ყო სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ში, რო­მელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო ან არ გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო, ამა­ზე ვერ ვი­მარ­ჩი­ე­ლებთ.

და­ზუს­ტე­ბით კი იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, თუ რა სა­ხეს მი­ი­ღებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი და რო­გორ და­ზი­ან­დე­ბო­და ის საქ­მე, რო­მელ­საც გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რა და ქვე­ყა­ნას, რომ­ლის­თვი­საც სი­ცო­ცხლე­საც გა­წი­რავს.

ვიცი, გა­მოჩ­ნდე­ბი­ან “ცი­ნი­კო­სე­ბი” და და­ი­წყე­ბენ ქი­ლიკს და სა­პი­რის­პი­როს მტკი­ცე­ბას, მაგ­რამ ვინც კარ­გად იც­ნობს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, მიხ­ვდე­ბა რა­საც ვამ­ბობ", - წერს ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

ჩვენ გირჩევთ