გასულ წელს, საქართველოში ცქრიალა ღვინის ექსპორტ/იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
2025 წელს საქართველოში ცქრიალა ღვინის იმპორტმა ზრდა აჩვენა. ოფიციალური სტატისტიკით, წლიურ ჭრილში, ფინანსურ მაჩვენებლებში ზრდა 12.9%-ით, ხოლო მოცულობაში - 11.5%-ით დაფიქსირდა.
თუ 2024 წელს ქვეყანამ 411 612 ლიტრი ცქრიალა ღვინო შეისყიდა, საერთო ღირებულებით $3.5 მლნ, 2025 წელს იმპორტის მოცულობა - 364 128 ლიტრი და $4 მლნ იყო.
გასულ წელს, ქვეყნის მთავარი საიმპორტო ბაზარი საფრანგეთი იყო, სადაც საქართველომ $1.9 მლნ-ის ღირებულების 61 546 ლიტრი ცქრიალა ღვინო შეიძინა.
გასული წლის ცქრიალა ღვინის მთავარი საიმპორტო ქვეყნები:
საფრანგეთი: $1.9 მლნ, 61 546 ლიტრი;
იტალია: $1.7 მლნ, 268 926 ლიტრი;
ნიდერლანდები: $161 ათასი, 3 019 ლიტრი;
ესპანეთი: $53 ათასი, 6 513 ლიტრი;
სომხეთი: $44 ათასი, 11 340 ლიტრი;
ლატვია: $24 ათასი, 2 259 ლიტრი;
ბელარუსი: $16 ათასი, 6 840 ლიტრი;
შვეიცარია: $13 ათასი, 500 ლიტრი;
გერმანია: $9.4 ათასი, 1 675 ლიტრი;
აშშ: $9.2 ათასი, 158 ლიტრი.
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წელს საქართველოს ცქრიალა ღვინის ექსპორტმაც პოზიტიური დინამიკა აჩვენა. ფინანსურ მაჩვენებლებში ზრდა 6.2%-ით, მოცულობაში კი 7.5%-ით დაფიქსირდა.
თუ 2024 წელს ექსპორტზე 1 058 038 ლიტრი ცქრიალა ღვინო გაიტანეს, საიდანაც შემოსავალი $4.4 მლნ იყო, 2025 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და ქვეყანამ 1 137 624 ლიტრი ცქრიალა ღვინის რეალიზაციიდან $4.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.
2025 წლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი დარჩა, სადაც საქართველომ 634 944 ლიტრი ცქრიალა ღვინო $2 მლნ-ად გაყიდა.
2025 წლის ცქრიალა ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები:
რუსეთი: $2 მლნ, 634 944 ლიტრი;
ლატვია: $474 ათასი, 21 375 ლიტრი;
უკრაინა: $465 ათასი, 159 094 ლიტრი;
ბელარუსი: $417 ათასი, 139 646 ლიტრი;
სომხეთი: $174 ათასი, 18 264 ლიტრი;
აზერბაიჯანი: $135 ათასი, 11 583 ლიტრი;
აშშ: $131.8 ათასი, 15 921 ლიტრი;
სინგაპური: $131.8 ათასი, 3 150 ლიტრი;
თურქმენეთი: $128 ათასი, 6 615 ლიტრი.





















