რეკლამა

პოლ მაკარტნი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპროტესტებს

პოლ მაკარტნი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპროტესტებს

ოლ მაკარტნი, მდუმარე სიმღერით, ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს პროტესტს უცხადებს.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი სიმღერებს მსოფლიოში მიმდინარე თემებზე თითქმის არასდროს წერს — ცხადია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათ შორის 1972 წლის სინგლის Give Ireland Back to the Irish — თუმცა, ამჯერად, მაკარტნი მუსიკის საშუალებით პროტესტს ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს უცხადებს და მათ საავტორო უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

სიმღერა 2025 წლის თებერვალში გამოშვებული ალბომის — This What We Want? — ბონუს ჩანაწერია და, მთლიანად, ჩამწერ სტუდიაში ჩაწერილ შემთხვევით ხმებს მოიცავს. შესაბამისად, სიმღერაში ვერც მუსიკოსის ხმას და ვერც დასაკრავი საკრავების ბგერებს მოისმენთ.

მაკარტნის თქმით, პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიქცევა და იმის გაანალიზება, როგორ იპარავს ხელოვნური ინტელექტი ნამდვილი მუსიკოსების მელოდიებს, ტექსტებს და მათ ხელოვანის ნებართვის გარეშე იყენებს.

ჯერ კიდევ გასულ წელს, BBC-სთან ინტერვიუში მაკარტნიმ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი მუსიკოსების ყოველდღიურობაში დიდი დოზით "ცხვირს ყოფს".

"დღეს, ახალგაზრდა გოგო, ბიჭები უნიკალურ სიმღერებს წერენ...მაგრამ მათ არ ფლობენ... და როცა სიმღერები სტრიმინგ-პლატფორმებზე მოხვდება, გამომუშავებულ თანხას ვიღაცა იღებს, ეს ვიღაც მუსიკის ავტორი არ არის. ვფიქრობ, მონეტიზაციის თანხა სრულად შემქმნელმა უნდა მიიღოს და არა რომელიღაც ტექ-გიგანტმა", — ამბობს მაკარტნი.

აღსანიშნავია, რომ ალბომის ორიგინალ, ციფრულ ვერსიაში სიმღერის ყველა სათაური ერთი სიტყვისგან შედგება და, საბოლოოდ, კრავს ერთ წინადადებას — The British Government Must Not Legalize Music Theft to Benefit AI Companies (ბრიტანეთის მთავრობამ არ უნდა დააკანონოს მუსიკის მითვისება ხელოვნური ინტელექტის კომპანიების სასარგებლოდ). ამასთანავე, ალბომის თანაავტორები — ქეით ბუში, ენი ლენოქსი, ჰანს ციმერი, ბილი ოუშენი და სხვ. არიან

აქვე შეგახსენებთ, რომ ალბომი, ვინილის სახით, 2025 წლის 9 დეკემბერს გამოიცემა.
წყარო: on.ge

დღის ახალი ამბები
გეიჯი VS პიმბლეტი - ბრძოლამ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე გაარკვია
გეიჯი VS პიმბლეტი - ბრძოლამ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე გაარკვია
ვრცლად
"ნათლად აჩვენა, თუ რა გავლენა აქვს კვარას თამაშზე" - ფრაგნული მედია ქართველს აქებს
"ნათლად აჩვენა, თუ რა გავლენა აქვს კვარას თამაშზე" - ფრაგნული მედია ქართველს აქებს
ვრცლად
უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები 1 თებერვალს გაგრძელდება
უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები 1 თებერვალს გაგრძელდება
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება
ვრცლად
ჯენსენ ჰუანგი: "AI არ გვართმევს სამუშაოს — გვაიძულებს, უკეთ ვიმუშაოთ"
ჯენსენ ჰუანგი: "AI არ გვართმევს სამუშაოს — გვაიძულებს, უკეთ ვიმუშაოთ"
ვრცლად
"არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ", - რას წერს ჯორჯინა
"არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ", - რას წერს ჯორჯინა
ვრცლად
ვინ მართავს პლანეტას - მსოფლიოს პირველი მილიარდერი
ვინ მართავს პლანეტას - მსოფლიოს პირველი მილიარდერი
ვრცლად
გასულ წელს, საქართველოში ცქრიალა ღვინის ექსპორტ/იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
გასულ წელს, საქართველოში ცქრიალა ღვინის ექსპორტ/იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
ვრცლად
ზელენსკი დავოსში: "ტრამპი არ შეიცვლება, ევროპას კი ტემპისთვის ფეხის აწყობა უჭირს"
ზელენსკი დავოსში: "ტრამპი არ შეიცვლება, ევროპას კი ტემპისთვის ფეხის აწყობა უჭირს"
ვრცლად
რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან სოც. ქსელში
რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან სოც. ქსელში
ვრცლად
მსგავსი სიახლეები
ჩვენ გირჩევთ