Apple Health-ის აპლიკაციაში ChatGPT ჩაშენდება

Apple Health-ის აპლიკაციაში ChatGPT ჩაშენდება
29-11-2025, 22:12
22

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი OpenAI-თან კოლაბორაციას გეგმავს. თანამშრომლობის ფარგლებში, Apple-ის ჯანმრთელობის აპლიკაციაში ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მოხდება.

აღნიშნული ცვლილების შემდგომ Apple Health-ის მომხმარებლები პერსონალიზებულ და გამართულ ინფორმაციას საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებენ.

საგულისხმოა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეაჯამებს მომხმარებლის ჯანმრთელობის ფონს და ასევე დაეხმარება მათ ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავებაში.

ამ თანამშრომლობის წყალობით Apple Health-ი მონაცემთა ბაზიდან "ციფრულ ექიმად" გადაიქცევა, რომელიც აქტიურად შეძლებს რჩევების გაცემასა და სხვადასხვა სახის დიაგნოზის დასმას.

წყარო: ბიზნეს მედია

FACEBOOK კომენტარები