ელენე ხოშტარია საკანონმდებლო პაკეტზე: "ფეხები არავის მოჭამოთ, რუსებო!"
პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ეხმაურება საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს შესაძლოა აეკრძალოთ პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა.
ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ განცხადებას იმ ადგილიდან ავრცელებს, რომელიც, მისი თქმით, მის დასაშინებლად იყო გამოყენებული:
"როდესაც საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? მან უპასუხა: პოეტი. ე.წ მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა. ბროდსკი, როგორც პოეტი, დღეს ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი კი სანაგვეზეა.
ზუსტად ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც. ამას იმ ადგილიდან ვწერ, რომელსაც, მათი აზრით, უნდა შევეშინებინე ან გავეჩერებინე და რომლითაც მთელს საქართველოს ემუქრებიან.
ფეხები არავის მოჭამოთ რუსებო! ბოლომდე!“- ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.