ნიკოლოზ რაჭველი მსმენელებს ეროვნულ ორკესტრში მისვლას სთხოვს: "შესაძლოა სცენაზე ბოლო შეხვედრა იყოს"
მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი გულშემატკივრებს ეროვნული ორკესტრის აუდიტორიაში, მის კონცერტზე მისვლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული კონცერტი მსმენელებთან სცენიდან მისი ბოლო შეხვედრა აღმოჩნდეს, რის გამოც აუდიტორიის მხარდაჭერა მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
"ვისაც შეგიძლიათ 19 დეკემბერს, მერე 23-შიც და 26-შიც მოდით რა ჩემს კონცერტებზე ეროვნული ორკესტრის აუდიტორიაში… ასე მგონია, რომ ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან… ნეტავ ვცდებოდე… გია ყანჩელს ვუძღვნი ფესტივალს და ძალიან მაგარი პროგრამები ავაწყვე, ასევე უმაგრესი ქართველი ნიჭიერებებით და მინდა რომ გაგიზიაროთ… გასიამოვნოთ!…
მძიმე დროა, მაგრამ მუსიკას აქვს ერთი თვისება: ცოტა ხნით გაჰყავხარ ასტრალში და უკან დაბრუნებისას გრძნობ ახალ ძალას, რომელიც გასულდგმულებს და გაძლიერებს!!! ამიტომ მოდი შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და თანადგომა! ემპათია და ჯინი იმის, რომ ჩვენ ერთად მაინც შევძლებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს საუკეთესო მომავლისათვის!!!
P.S. თითოეული შეძენილი ბილეთი სასუნთქი საშუალებაა საქართველოს ე ვ გ ე ნ ი მ ი ქ ე ლ ა ძ ი ს (მისი ტრაგიკული ბედი ხომ ყველას გახსოვთ) სახელობის ეროვნული ორკესტრისათვის!!!
მიყვარხართ და გულით გელოდებით", - წერს მუსიკოსი.