"ომის დარეგულირებისადმი მიმართული ზოგი დოკუმენტი იანვარში ხელმოსაწერად მზად იქნება", - ზელენსკი X

"ომის დარეგულირებისადმი მიმართული ზოგი დოკუმენტი იანვარში ხელმოსაწერად მზად იქნება", - ზელენსკი X
31-12-2025, 14:14
0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დარეგულირებისადმი მიმართული ზოგიერთი დოკუმენტი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში შემუშავდა, იანვარში ხელმოსაწერად მზად იქნება.

"ჩვენ [პარტნიორებს] ვთავაზობთ ასეთ რამეს: იანვარში შეხვდებიან მრჩევლები, იანვარში შეხვდებიან ლიდერები. მიგვაჩნია, რომ იანვარი იძლევა შესაძლებლობას, რომ ევროპის, შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერები ერთად შეხვდნენ. არის დოკუმენტები, რომლებიც აუცილებლად იქნება მზად იანვარში ხელმოსაწერად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რა სახის დოკუმენტებზე იყო საუბარი. მისი თქმით, ეს „ახლა დამოკიდებულია მხარეთა შესაძლებლობასა და მზადყოფნაზე, მოაწერონ ხელი“.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ევროპელ ლიდერებს დაუდასტურა მისი მზადყოფნა პუტინთან შეხვედრის შესახებ ნებიემიერ ფორმატში.

"არ მეშინია ჩვენი შეხვედრის არცერთი ფორმატის. მთავარია, რომ რუსებს არ ეშინოდეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

წყარო: formulanews

FACEBOOK კომენტარები
ჩვენ გირჩევთ