"ეს იქნება მე-3 მსოფლიო ომი", - რას პროგნოზირებს ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში

"ეს იქნება მე-3 მსოფლიო ომი", - რას პროგნოზირებს ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში
21-03-2022, 00:41
313

თუ პუტინთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. მე მზად ვიყაბი ბოლო ორი წელის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი მოლაპარაკებისთვის, ვისაუბროთ პუტინთან. მაგრამ თუ ეს მცდელობები ჩავარდება, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთმა რუსეთს და პუტინთან დაახლოებილ ოლიგარქებს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ქვეყანა ასობით ბრენდმა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტი აგრესორი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, შესაძლოა თურქეთში შედგეს. ჯერ დრო უცნობია.

aviabiletebi avia.ge
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Template not found: /templates/new-sport-11/addcomments.tpl