თუ ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებენ, ირანის უზენაესი ლიდერი მოსკოვში გაქცევას გეგმავს - The Times
5-01-2026, 18:44
0
თუ ირანის უსაფრთხოების სტრუქტურები ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის კონტროლს ვეღარ მოახერხებენ, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, მოსკოვში შესაძლო გაქცევას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული საინფორმაციო პორტალი PrimeNews.ge ავრცელებს.
გამოცემის მიერ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ვითარების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, 86 წლის ხამენეი მზად არის დატოვოს თეირანი და ქვეყანა ოჯახის წევრებთან და დაახლოებით 20 უახლოეს თანაშემწესთან ერთად დატოვოს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. დემონსტრაციები ფასების და ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე დაიწყო და მოგვიანებით ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
FACEBOOK კომენტარები

















