კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებენ

კვარაცხელია და დავითაშვილი  ბათუმის  "დინამოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებენ
22-03-2022, 14:23
121

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინი" დატოვა.

მაშინ როდესაც მთელი ერი იმის გაგების მოლოდინში გახლდათ, თუ რომელ ევროპულ კლუბში გააგრძელებდა ხვიჩა კარიერას, გამოჩნდა ინფორმაცია მისი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შესახებ

Popsport-ის ინფორმაციით, კვარა ამჟამად ბათუმის "დინამოსთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და არაა გამორიცხული, მომდევნო რამდენიმე თვე მან ელიგაში გაატაროს.

წყაროს თანახმად, ამავე გზას ადგას ზურიკო დავითაშვილიც, რომლის ტულის "არსენალიდან" წამოსვლის დამადასტურებელი ცნობა ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა ეს დროის საკითხი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა და ზურიკო ყაზანის "რუბინშიც" ერთად თამაშობდნენ. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, იქ დავითაშვილს თბილისის "დინამოს" მაისურით უთამაშია, კვარაცხელია კი სხვადასხვა დროს "დინამო თბილისსა" და "რუსთავში" ასპარეზობდა.

aviabiletebi avia.ge
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები