შალვა პაპუაშვილი სოც. ქსელში: "ბრიუსელი უნდა გაემიჯნოს ძალადობას და ევროპულ ღირებულებებს დაუბრუნდეს"

შალვა პაპუაშვილი სოც. ქსელში: "ბრიუსელი უნდა გაემიჯნოს ძალადობას და ევროპულ ღირებულებებს დაუბრუნდეს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე ორი თვეა ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე.

პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს ძალადობის მხარდაჭერა და დაუბრუნდეს იმ საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც თავად ევროკავშირი დგას.

"დღეს 4 დე­კემ­ბე­რია. ორი თვეა, ბრი­უ­სე­ლი უარს ამ­ბობს 4 ოქ­ტომ­ბერს ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ზე მი­ტა­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი შტურ­მის დაგ­მო­ბა­ზე და ამ ჯგუ­ფე­ბის­გან გა­მი­ჯვნა­ზე.

ძა­ლა­დო­ბის არ დაგ­მო­ბა აქე­ზებს ექ­სტრე­მიზმს, ექ­სტრე­მიზ­მის არ დაგ­მო­ბა აქე­ზებს ტე­რო­რიზმს. ეს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ვნა­ხეთ.

ბრი­უ­სელ­მა უარი უნდა თქვას ძა­ლა­დო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე და და­უბ­რუნ­დეს სა­ბა­ზი­სო ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა", - წერს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ჩვენ გირჩევთ