გონიოს ტრაგედიიდან 5 თვე გავიდა — მეგი ჯაიანის დედა საზოგადოებას ემოციური პოსტით მიმართავს

გონიოს ტრაგედიიდან 5 თვე გავიდა — მეგი ჯაიანის დედა საზოგადოებას ემოციური პოსტით მიმართავს

14 ივნისს, გონიო-ში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ქალი — მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე — ემსხვერპლა. ისინი 25 წლამდე ასაკის იყვნენ.

ტრაგიკული შემთხვევიდან 14 ნოემბერს ხუთი თვე შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მეგი ჯაიანის დედა, ლამარა სურმანიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მომხდარს ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს.

"5 თვე შვილოოო 5 თვე უშენოდ ჩემო სიცოცხლე როგორ უძლებს ამ ტკივილს შენი დამწვარი დედა შვილოო იწვის შენი დედა უცეცხლოდ დეე 14 რიცხვი გაშავდა და გაუფერულდა ჩვენს ოჯახში ჩემო სიცოცხლე უშენოდ ყველაფერმა ფერი იცვალა ჩემო გულოო ვიღაცის მარიაჟობამ და დაუდევრობამ წამართვა შენი თავი დეე ღმერთზე მიმინდია ჩემი ცრემლები შვილოო გაგლიჯა გული სიმწარემ შვილოო ვეღარ უძლებს გული ამხელა დარდს დეე მაპატიე შვილო მაპატიე რომ ვიღიმი ხანდახან მაგრამ სიმწრის ღიმილია შვილოო სიმწრის დეე გვენატრები შვილოო შენს ოჯახს ენატრები დეე გელოდები შვილო გელოდები და სულ დაგელოდები ჩემო ანგელოზოო", – წერს ლამარა სურმანიძე.

ჩვენ გირჩევთ