მეცნიერებმა დაადგინეს: ესპანეთის სანაპიროსთან მოქმედ ცელნამგალა ვეშაპებს უნიკალური ენა აქვთ

მეცნიერებმა დაადგინეს: ესპანეთის სანაპიროსთან მოქმედ ცელნამგალა ვეშაპებს უნიკალური ენა აქვთ
19-01-2026, 22:47
3

ესპანეთის სანაპიროსთან მოქმედმა ცელნამგალა ვეშაპების ჯგუფმა, რომელიც გემებზე თავდასხმებითაა ცნობილი, ერთმანეთთან ურთიერთობის უნიკალური ენა შეიმუშავა. მეცნიერებმა ვიდეოზე დააფიქსირეს, თუ როგორ გადასცემს ხროვის ლიდერი სიგნალებს სხვა ვეშაპებს.

ხროვის წინამძღოლი, სახელად თეთრი გლედისი, 2020 წლიდან სხვა ვეშაპებთან ერთად გიბრალტარის სრუტეში გემებს ეჯახება. ამ დროის განმავლობაში მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, რა იწვევს ასეთ აგრესიულ ქცევას.

ბოლო დაკვირვებებისას მეცნიერებმა შენიშნეს აქამდე უცნობი აქტივობა — თეთრ გლედისსა და მის მიმდევრებს შორის დაფიქსირდა უნიკალური ბგერები, რაც მათ შორის მიზანმიმართულ კომუნიკაციაზე მიუთითებს. მკვლევრებმა ვეშაპების „საუბარში“ ოთხი განსხვავებული ხმა გამოყვეს, რომლებიც მანამდე ცნობილ არცერთ ბგერას არ ჰგავს.

ესპანური ორგანიზაცია CIRCE-ს პრეზიდენტის, რენო დე სტეფანისი-ს თქმით, აქამდე მკვლელი ვეშაპები ჩუმ არსებებად მიიჩნეოდნენ, თუმცა ახალი აღმოჩენა მათ ქცევაზე წარმოდგენას მნიშვნელოვნად ცვლის. მისი შეფასებით, ეს აღმოჩენა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ევროპაში სრულიად ახალი ენის აღმოჩენა.

FACEBOOK კომენტარები
ჩვენ გირჩევთ