აშშ-ისა და უკრაინის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბერლინში დასრულდა
15-12-2025, 16:07
13
აშშ-ისა და უკრაინის მხარებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბერლინში დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა აცნობა, - წერს miambe.ge
დღეს გერმანიის დედაქალაქში ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, ნიდერლანდების პრემიერს დიკ სხოოფს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის და ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდერ სტუბს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ზელენსკის შეხვედრა ევროპელი ლიდერებთან დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ზელენსკის მონაწილეობით უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის წინასწარი მოლაპარაკებები 15 დეკემბერსაც გაიმართა.
FACEBOOK კომენტარები


















