Renault-ი რუსეთში ავტომობილების წარმოებას აღადგენს

Renault-ი რუსეთში ავტომობილების წარმოებას აღადგენს
22-03-2022, 14:35
41

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ფრანგული ავტომწარმოებელი Renault მოსკოვში წარმოების პროცესის აღდგენას გეგმავს.

Renault-მა მოსკოვის ქარხანაში ავტომობილების წარმოება გასულ თვის ბოლოს შეაჩერა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით და ლოგისტიკური პრობლემების გაჩენით იყო გამოწვეული.

The Guardian-ის ინფორმაციით, Renault-ის გადაწყვეტილებას წარმოების აღდგენის შესახებ, მხარს უჭერს საფრანგეთის მთავრობაც, რომელიც კომპანიის უდიდესი წილის მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ Renault 2016 წლიდან რუსული ავტომწარმოებლის Avtovaz-ის წილის 2/3-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 40 000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. 2021 წელს Avtovaz-მა 350 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რისი წყალობითაც კომპანია Renault-მა 186 მილიონი ევროს მოგება მიიღო.

Renault-ისგან განსხვავებით, რუსეთში ექსპორტს და წარმოებას ზღუდავენ შემდეგი მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები: Mercedes-Benz, BMW, Toyota, Volkswagen, General Motors, Audi, Jaguar, Land-Rover, Chevrolet, Mitsubishi, Volvo, Buick და Cadillac.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები