ნანუკა ჟორჟოლიანი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დიზაინერ დათუნა სულიკაშვილი-ზე წერს და მას საჯაროდ უცხადებს მხარდაჭერას.
ჟორჟოლიანის თქმით, სულიკაშვილის ცხოვრების გზა მძიმე შედეგამდე მიდიოდა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ციხე შესაძლოა მისთვის გადარჩენის ერთადერთ შანსად იქცეს.
"დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი.
იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, როცა გავიგე რომ დააკავეს, გავიფიქრე იქნებ ასე გადარჩესთქო. ის რომ კანონით 1 გრ დიდი რაოდენობა ყოფილა, არ ნიშნავს ნივთიერების რეალიზაციას. რეალიზაცია კი არა, ყველა მისი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობიც კი განახებთ მესიჯებს რომ მუდამ ფულს ითხოვდა.
მე ვგულშემატკივრობ დათუნას. რადგან ზუსტად ვიცი როგორ არ უჯერებდა მეგობრებს მკურნალობაზე და ისიც ზუსტად ვიცი რომ მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია.
Datuna Sulikashvili მიყვარხარ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.