ბელარუსში კრიპტობანკების საქმიანობა დაკანონდა

ბელარუსში კრიპტობანკების საქმიანობა დაკანონდა
16-01-2026, 10:07
0

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკო-მ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში კრიპტობანკების შექმნასა და ფუნქციონირებას სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს.

დოკუმენტის მიხედვით, კრიპტობანკებად განიხილება სააქციო საზოგადოებები, რომელთაც მიენიჭებათ უფლება, ტრადიციული საბანკო და საგადახდო ოპერაციები ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით განახორციელონ. ბაზარზე საქმიანობის დასაწყებად კომპანიები ვალდებული იქნებიან მიიღონ ლიცენზია და დარეგისტრირდნენ ეროვნული ბანკის სპეციალურ რეესტრში.

საპრეზიდენტო დეკრეტი ასევე აწესებს ორმაგ ზედამხედველობის სისტემას: ფინანსურ საქმიანობას გააკონტროლებს ეროვნული ბანკი, ხოლო ტექნოლოგიურ და ოპერაციულ პროცესებზე პასუხისმგებელი იქნება ტექნოლოგიური პარკის სამეთვალყურეო საბჭო.

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ბელარუსს მისცემს შესაძლებლობას კრიპტოინდუსტრიის გლობალურ ცენტრად ჩამოყალიბდეს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

FACEBOOK კომენტარები
ჩვენ გირჩევთ