ბენზინის ფასი 4 ლარს უახლოვდება

ბენზინის ფასი 4 ლარს უახლოვდება
22-03-2022, 01:41
189

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. რეგულარის მარკის ბენზინი უკვე 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს აჭარბებს, სუპერის კი 3.99 ლარს. გაძვირება სრულად გამოწვეულია გლობალურ ბაზარზე ფასების მატებით. ამჟამად ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე $117 დოლარს აღწევს, ერთი ტონა გადამუშავებული ბენზინის (Platts-ის) ფასი კი რამდენიმე კვირაა 1,000 დოლარს აღემატება. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც, რაც იმპორტის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს.

შესაძლებელია დათვლა, თუ რა წილი უკავია შემადგენელ კომპონენტებს საწვავის ფასში. თუკი სამომხმარებლო ქსელში რეგულარის მარკის ბენზინი ღირს 3.71 ლარი, მისი ღირებულების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია შესასყიდი ფასი, ანუ ბენზინის თვითღირებულება. $1000 დოლარის Platts-ის პირობებში ლიტრი ბენზინის თვითღირებულებაა 2.45 ლარი, ამას ემატება სახელმწიფო აქციზი 38 თეთრის ოდენობით და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც საბოლოო ფასის 18%-ია. ანუ დღგ-ს წილი 66 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, 2.44 ლარის თვითღირებულებას ემატება 1.04 ლარის გადასახადები, რაც 3.48 ლარს შეადგენს. თუმცა, ამას ემატება თავად ნავთობკომპანიის სხვა ხარჯები, რაც შედგება ლოჯისტიკისგან, ხელფასებისგან, ფინანსური ხარჯებისგან, სხვა გადასახადებისგან და მოგების მარჟისგან. მთლიანობაში ამ კომპონენტზე ამჟამად 22 თეთრი მოდის.

სახელმწიფოს საწვავის ფასებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუკი გადაიხედება საგადასახადო ტვირთი. მაგალითად აქციზის განახევრებით, შესაძლებელია ბენზინის სარეალიზაციო ფასის 25 თეთრამდე შემცირება.

aviabiletebi avia.ge
FACEBOOK კომენტარები