მაკა ჩიჩუა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ დაკავებებს სოც. ქსელში ეხმაურება
ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ეხმაურება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში აქტივისტებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაკავებებს.
ჩიჩუა სოციალურ ქსელში წერს და მომხდარ პროცესებზე საკუთარ შეფასებას აფიქსირებს.
"მოდით და ჩემი 10 წლის თემო დააკავეთ! გიჟდება აქციებზე და იქ ვინც დგას, ყველა უყვარს.. გრძნობს რომ იქ საუკეთესო მოქალაქეები იკრიბებიან ამა ქვეყნისა..ჯერ ბოლომდე არ იცის და ვერ აცნობიერებს ეს რისთვის ხდება , მაგრამ გრძნობს რომ იქ სიკეთეა, სიყვარული , სამართლიანობისთვის ბრძოლა და პროტესტი ჩაგვრის წინააღმდეგ !ბევრი კითხვა აქვს და გულშემატკივრობს დროშებიდან გულანთებულ მოქალაქეებს პატარა თემო რომელიც გასართობ ცენტრსა და ატრაქციონებს შორის არჩევანს აქციაზე აკეთებს", - წერს ჩიჩუა.





















