ბერა ივანიშვილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება რესტორან "ქვევრის" მეპატრონისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას.
ბერა ივანიშვილი პოსტში მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
"ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო!" - წერს ის.





















