ანი ნადარეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს: "ბაჩო ახალაიას ყველა უფლება შეზღუდული აქვს"

ანი ნადარეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს: "ბაჩო ახალაიას ყველა უფლება შეზღუდული აქვს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, სოციალურ ქსელში ციხეში არსებულ მდგომარეობაზე წერს და აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას სრულად შეეზღუდა ყველა უფლება.

მისი თქმით, პატიმარს აღარ აქვს სატელეფონო ზარის განხორციელების, წერილების გაგზავნისა და პაემნის უფლება, რაც, ნადარეიშვილის შეფასებით, მძიმე შეზღუდვებს წარმოადგენს.

"ბა­ჩოს ცი­ხე­ში შე­უ­ზღუ­დეს ყვე­ლა უფ­ლე­ბა, მათ შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, წე­რი­ლე­ბი, პა­ე­მა­ნი... ისევ ვცა­დე შეს­ვლა, რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა და არ შე­მიშ­ვეს", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩვენ გირჩევთ