სასამართლომ ტიმოშენკოს გირაოს სახით 33 მილიონი გრივნის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ტიმოშენკოს გირაოს სახით 33 მილიონი გრივნის გადახდა დააკისრა

კიევის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს აღკვეთის ღონისძიების სახით 33 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ტიმოშენკოსთვის გირაოს სახით 50 მილიონი გრივნის დაკისრებას შუამდგომლობმდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ტიმოშენკოს აგრეთვე აეკრძალა გამომძიებლის ნებართვის გარეშე კიევის ოლქის დატოვება. მანვე სასამართლოს პასპორტი უნდა ჩააბაროს. მოსამართლემ ტიმოშენკოს უკრაინის უმაღლესი რადის 66 დეპუტატთან კომუნიკაცია აუკრძალა.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ „ბატკივშჩინას“ ლიდერი კორუფციაში ამხილა. მისი პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

წყარო: imedinews.ge

ჩვენ გირჩევთ