ბაჩო ახალაიას მეუღლე პროკურატურას მიმართავს

ბაჩო ახალაიას მეუღლე პროკურატურას მიმართავს

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, განცხადებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა, მეუღლეს ადვოკატის სტატუსით შეხვდეს.

ნადარეიშვილმა შესაბამისი განცხადება, რომელიც გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძეს მისამართით არის შედგენილი, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას უარი ეთქვა მეუღლესთან შეხვედრაზე როგორც ადვოკატს.

"აქვე ვა­ფიქ­სი­რებ, რომ კონ­სტი­ტუ­ცია, კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ტა­ცე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მიერ, მაგ­რამ ამ წე­რი­ლებს რე­ჟი­მის მსა­ხურ ორ­გა­ნო­ებს ვწერ შიდა სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის ამო­წურ­ვის მიზ­ნით, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

ჩვენ გირჩევთ