იგოეთთან ავარიაში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
გარდაცვლილთაგან ერთი 8 წლის ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის - ცნობილი ექიმი, ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე, დედა და 8 წლის შვილია.
ექიმი თერჯოლაში მდებარე კლინიკაში მუშაობდა.
რაც შეეხება დაშავებულს, 9 წლის მოზარდმა ავარიის შედეგად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის ვალერი ნინიკაშვილის უფროსი შვილია.
მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გორში, კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.
