რეკლამა

ავსტრალიაში ხანუკას დღესასწაულზე სროლის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა — 42

ავსტრალიაში ხანუკას დღესასწაულზე სროლის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა — 42

ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე ებრაული დღესასწაულ ხანუკას დროს, ორმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლა გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 15 პირია გარდაცვლილი, დაშავდა კიდევ 42.

Primenews.ge-ის ინფორმაციით, ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 10 წლის გოგონაა, რომელიც ოჯახთან ერთად დღესასწაულს აღნიშნავდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მომხდარი სროლისას მეუღლეს გადაეფარა.

ერთ-ერთი თავდამსხმელი 43 წლის აჰმედ ალ აჰმედმა განაიარაღა — წინააღმდეგობის გაწევის დროს ის ორჯერ დაიჭრა, მაგრამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები მამა-შვილი იყვნენ — სამართალდამცავებმა მამის ლიკვიდაცია მოახერხეს, ხოლო შვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში იმყოფება.

ავსტრალიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იარაღის შესახებ კანონმდებლობა აქვს, თუმცა მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ, შესაძლოა, კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრონ.

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ენტონი ალბანეზემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტი "იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე" იმსჯელებს, მათ შორის — ფიზიკური პირებისთვის გამოყენებული ან ლიცენზირებული იარაღის რაოდენობის შეზღუდვაზეც.

"თუ საჭირო იქნება კიდევ უფრო გამკაცრება, თუ არსებობს რაიმე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ამისთვის ნამდვილად მზად ვარ," — განაცხადა ალბანეზემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელ მამას რეკრეაციული ნადირობის იარაღის ლიცენზია ჰქონდა და იარაღის კლუბის წევრიც იყო, ხოლო თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტომ, ASIO-მ შვილი შეამოწმა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო პირად გამოაცხადა.

დღის ახალი ამბები
გეიჯი VS პიმბლეტი - ბრძოლამ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე გაარკვია
გეიჯი VS პიმბლეტი - ბრძოლამ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე გაარკვია
ვრცლად
"ნათლად აჩვენა, თუ რა გავლენა აქვს კვარას თამაშზე" - ფრაგნული მედია ქართველს აქებს
"ნათლად აჩვენა, თუ რა გავლენა აქვს კვარას თამაშზე" - ფრაგნული მედია ქართველს აქებს
ვრცლად
უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები 1 თებერვალს გაგრძელდება
უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები 1 თებერვალს გაგრძელდება
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება
ვრცლად
ჯენსენ ჰუანგი: "AI არ გვართმევს სამუშაოს — გვაიძულებს, უკეთ ვიმუშაოთ"
ჯენსენ ჰუანგი: "AI არ გვართმევს სამუშაოს — გვაიძულებს, უკეთ ვიმუშაოთ"
ვრცლად
"არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ", - რას წერს ჯორჯინა
"არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ", - რას წერს ჯორჯინა
ვრცლად
ვინ მართავს პლანეტას - მსოფლიოს პირველი მილიარდერი
ვინ მართავს პლანეტას - მსოფლიოს პირველი მილიარდერი
ვრცლად
გასულ წელს, საქართველოში ცქრიალა ღვინის ექსპორტ/იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
გასულ წელს, საქართველოში ცქრიალა ღვინის ექსპორტ/იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
ვრცლად
ზელენსკი დავოსში: "ტრამპი არ შეიცვლება, ევროპას კი ტემპისთვის ფეხის აწყობა უჭირს"
ზელენსკი დავოსში: "ტრამპი არ შეიცვლება, ევროპას კი ტემპისთვის ფეხის აწყობა უჭირს"
ვრცლად
რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან სოც. ქსელში
რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან სოც. ქსელში
ვრცლად
ჩვენ გირჩევთ