თეა გვასალიას სახალისო ამბავი — როგორ გადაიქცა თავის მოვლის შოპინგი კომიკურ ისტორიად
ჟურნალისტი და ესპანური ენის მასწავლებელი თეა გვასალია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტებს, ამჯერად გამომწერებს სახალისო ისტორიას უყვება. მისი თქმით, შემთხვევა თავის მოვლის საშუალებების შეძენის შემდეგ განვითარდა და მოულოდნელად საკმაოდ კომიკურ გამოცდილებად იქცა.
"აფთიაქში ვიყიდე "ურიაჟის" მიცერალური წყალი, ტონალური და საჩუქრად მოაყოლეს ბავშვის სახის და ტანის კრემი. არ მყავს პატარა და ვინმე ბავშვიანს მიეცით მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ დამამშვიდეს, ბავშვის აწერია, მაგრამ დიდებიც გადასარევად იყენებენ, ნაზია და სასიამოვნოო. ვიფიქრე, რახან ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ფრანგები მავნე დანამატებს მაინც არ გაურევდნენ მეთქი, წამოვიღე და ყოველ დილა - საღამოს ვისვამდი სახეზე.
პირველი რაც არ მომეწონა, ფაქტურა იყო, ნაზს და ჰაეროვანს ველოდი და ეს რაღაც თეთრ კვალს ტოვებდა. კანს კი მიგრილებდა და მეორე წასმაზე ლიფტინგის ფუნქციაც შეასრულა, ანუ კანი გადამიჭიმა და მომდევნო სამი დღის განმავლობაში რიგრიგობით დამეტყო ბოტოქსის, ბიორევიტალიზაციის და ფილერის ეფექტები. ამ სამიდან არც ერთი მაქვს გაკეთებული, მაგრამ სხვებზე ხომ მინახავს. წუხელ ასე სახე გადატკეცილმა რომ დავიძინე და დღეს დილით ვენეციის კარნავალის ნიღბის გამომეტყველებით გავიღვიძე, მივხვდი, რომ ფრანგებმა კი გამოიგონეს გილიოტინა, კი ჭამენ ბაყაყებს და კი წამოაცვეს ჩანგალზე ბასტილიის გუბერნატორის დე ლონეს თავი, მაგრამ საკუთარი ჩვილების სახის კანისთვის კუზანოვის ნაოპერაციევის ეფექტის მისაღწევად ურიაჟის ლაბორატორიას არ მოაცდენდნენ.
ვეცადე ისედაც პატარა ტუბის უკანა მხარეს, მიკროსკოპიული ასოებით მიწერილი ინფორმაცია წამეკითხა და ჩემი მხედველობით და სათვალით რომ ვერაფერს გავხდი, მელანო დავიხმარე. აღმოჩნდა რომ მთელი ეს დღეები, ჰაეროვანი კრემის ნაცვლად, ბავშვის დასაბან საპონს ვისვამდი და ინსტრუქციაში რომ ეწერა, გულდასმით ჩამოიბანეთ ბევრი წყლითო, მე სახეზე საპონმიმხმარი ვიძინებდი.
აფთიაქის კონსულტანტი არაფერ შუაშია, ძალიან კარგი გოგოა და ბევრჯერ მოუცია საჭირო რჩევა. ეტყობა, როგორც ყოველთვის, მე მეჩქარებოდა და ცალი ყურით მოვუსმინე მის ნათქვამს, „საბავშვო“ რომ გავიგე, სანამ ის საპონს მოაყოლებდა, მე ალბათ უკვე გარეთ ვიყავი.
მორალი: სანამ ახალ, თუნდაც ძალიან ნაქებ პროდუქტს საკუთარ თავზე გატესტავთ, ჯერ ინსტრუქცია წაიკითხეთ, მაგრამ იქამდე შერლოკ ჰოლმსის გამადიდებელი იყიდეთ, ჩვეულებრივი სათვალით არაფერი იკითხება",- წერს თეა გვასალია.