სიკვდილის ჯგუფი! - როგორი იქნება ერთა ლიგაზე საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ჯგუფი

სიკვდილის ჯგუფი! - როგორი იქნება ერთა ლიგაზე საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ჯგუფი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს 2026/27 წლების ერთა ლიგის გათამაშება ელის.


ამ ტურნირიდან გუნდებს ექნებათ დამატებითი შანსი, რომ ევრო 2028-ზე კვალიფიცირდნენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში იმყოფება.


ცნობილი ხდება B დივიზიონის კალათები:



  • პირველი კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი;

  • მეორე კალათა: შვეიცარია, უკრაინა, ბოსნია,  ავსტრია;

  • მესამე კალათა: საქართველო, რუმინეთი, ირლანდია, სლოვენია;

  • მეოთხე კალათა: შვედეთი, მაკედონია, კოსოვო, ჩრდილოეთ ირლანდია;


წილისყრა 2026 წლის იანვარში გაიმართება, თავად ტურნირი კი 2026 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს.


ჩვენი გუნდისთვის ყველაზე სიკვდილის ჯგუფი შემდეგი იქნება: შოტლანდია, შვეიცარია, საქართველო, შვედეთი.


ვიმედოვნოთ, რომ ჯვაროსნებს წილისყრაში ამჯერად მაინც გაუმართლებთ.


წყარო: isport.ge

ჩვენ გირჩევთ