Disney-ი OpenAI-ში $1 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს
12-12-2025, 23:48
25
The Walt Disney Company-მ $1 მილიარდიანი სტრატეგიული ინვესტიცია დააანონსა. კომპანია აღნიშნულ ინვესტიციას OpenAI-ში განახორციელებს.
ინვესტიციის შემდგომ ამერიკულ მედია კორპორაციას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კონტენტის შექმნისას შეეძლება. ამავე შეთანხმების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს Sora, OpenAI-ის ვიდეოს შემქმნელი აპლიკაცია. Disney-ში მას ანიმაციური ფილმების შექმნისათვის გამოიყენებენ.
აღნიშნული თანამშრომლობა Disney-ის ჰოლივუდში მიმდინარე AI ტრანსფორმაციის ტალღის სათავეში მოაქცევს.
FACEBOOK კომენტარები











