"მომავალში ფული შეიძლება გაქრეს" – ილონ მასკის პროგნოზი

"მომავალში ფული შეიძლება გაქრეს" – ილონ მასკის პროგნოზი
7-11-2025, 12:58
17

პლანეტის უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის განცხადებით, შორეულ მომავალში, შესაძლოა, ტრადიციული ფულის ცნება გაქრეს და ეკონომიკა ახალ სისტემაზე გადავიდეს, რომელიც ღირებულების აღსაწერად არა ფულად ნომენკლატურას, არამედ ენერგეტიკულ სიმძლავრეს გამოიყენებს.

როგორც მასკი აღნიშნავს, ენერგია ცივილიზაციის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ ყველაფრის ღირებულებას ენერგიით, მაგალითად, ვატით გავზომავთ.

უნდა აღნიშნოს, რომ თავად ეს იდეა მასკს არ ეკუთვნის და ენერგიაზე დაფუძნებული ფინანსური სისტემის მოდელი სამეცნიერო სამყაროში უკვე 100 წელიწადზე მეტი ხანია ცირკულირებს, თუმცა მისი პრაქტიკული გამოყენება რთულად წარმოსადგენია და ის ჯერაც თეორიულ ინიციატივად რჩება.

მასკის თქმით, იმ სამყაროში, სადაც ენერგია ყველაფრის საზომი იქნება, Tesla არნახულ მწვერვალებს მიაღწევს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მილიარდერი მეწარმე უკიდურესად შორეულ წარსულზე საუბრობს, რომლის წინასწარმეტყველება ამჟამად საკმაოდ რთულია.

წყარო: bm.ge

FACEBOOK კომენტარები