თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 21 მოქალაქეს, სოციალური პროგრამის ფარგლებში საშობაო ამანათი გადაეცა
სოციალური პროგრამის ფარგლებში, საშობაო ამანათი თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 21 მოქალაქეს გადაეცა, იტყობინება PrimeNews.ge
თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავიარეისი შეასრულა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო 6 თვის მანძილზე დაკეტილია.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ ავიარეისების ასრულებს და თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირებას უფასოდ უზრუნველყოფს.





















