პრეზიდენტმა 159 პირი შეიწყალა

პრეზიდენტმა 159 პირი შეიწყალა
19-01-2026, 18:43
0

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

შეწყალების აქტი განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში და ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს. გადაწყვეტილების მიზანია იმ პირებისთვის მეორე შანსის მიცემა, რომლებმაც გამოსწორებისკენ ნაბიჯები გადადგეს და საზოგადოებაში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ჰუმანური ნაბიჯები მნიშვნელოვანი ტრადიციაა და უკავშირდება როგორც რელიგიურ დღესასწაულებს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ჩვენ გირჩევთ