ტრამპმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მომიტინგეები სიკვდილით აღარ დასაჯოს, კარგი ამბავი უწოდა

ტრამპმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მომიტინგეები სიკვდილით აღარ დასაჯოს, კარგი ამბავი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აღარ დასაჯოს სიკვდილით მომიტინგეები, კარგი ამბავი უწოდა.

თეთრი სახლის ლიდერმა თავის სოციალურ ქსელში ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაცია გააზიარა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ირანელი მომიტინგეები სიკვდილით აღარ დაისჯებიან.

„ეს კარგი ამბავია. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება!“, - დაწერა ტრამპმა.

ჩვენ გირჩევთ