პირველად 2 წლის შემდეგ - ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან კარგი ინფრომაცია გაავრცელა

პირველად 2 წლის შემდეგ - ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან კარგი ინფრომაცია გაავრცელა
22-03-2022, 12:43
68

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურია და დასასრულს უახლოვდება.

"დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე პანდემია დასასრულს უახლოვდება. ორშაბათიდან პირბადის გამოყენების ვალდებულება მოვხსენით. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა. დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად.

ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე, შემცირდა სიკვდილიანობაც. ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“.

სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ, ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება, დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს, უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტებს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში“, - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

FACEBOOK კომენტარები