ახალი გარემოებები თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე – დეპუტატი ტერაქტის კვალიფიკაცას ითხოვს

124

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გივი თარგამაძის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. პოლიტიკოსის განცხადებით, მან თვითონ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ საქმეში ბრალდებულ დავით (დარჩო) ხეჩუაშვილთან და ბორისჩაგუნავასთან ერთად, მის აფეთქებაში დიმიტრი აბრამიშვილიც მონაწილეობდა.

გივი თარგამაძის თქმით, დიმიტრი აბრამიშვილის წინააღმდეგ ამ დრომდე არ არის გამოძიება დაწყებული.

პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი აბრამიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებასა და საქმისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს.

„ტექნიკური საშუალებები, ანუ ტელეფონის ბარათები, სატელეფონო აპარატები ძირითადად ეს ყველაფერი შეძენილი არის თელავში. თელაველია აბრამიშვილი და შესაბამისად, ახმეტის სკვერი, ჩოლოყაშვილის სკვერი არის აშკარად ადგილი, სადაც ამ ტექნიკურ საშუალებებს აბრამიშვილი აწვდიდა დარჩო ხეჩუაშვილს,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

Newstime