ესპანეთში ზიდანი და რონალდუ გამოარჩიეს

138

“რეალის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მაისის შედეგებით. ეროვნული პირველობის ოთხ მატჩში მიმდინარე თვეში პორტუგალიელმა 6 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ მადრიდელები მიმდინარე სეზონზე ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები.

Newstime