ვინ ლობირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და რატომ დაახევინეს უკან გიორგი კვირიკაშვილს

664

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით რამოდენიმე თვის წინ გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა,რომ აღნიშნული ორგანიზაციები უნდა გაუქმდეს.

განცხადების შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სხვადასხვა გზებით მათი არსებობისა და საჭიროების შესახებ  განცხადებები გააკეთეს და აღნიშნული თემის ირგვლივ განხილვა მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი რეგულაციების “დაუყოვნებლივ” ასრულებით დასრულდა.საქმე იმაშია, რომ ზოგიერთმა მიკროსაფინანსომ აღნიშნული რეგულაციები არ განიხილა და არც მოქმედებაში არ შესულა.

მაგალითად კომპანია “ნეთკრედიტმა” “მონეზა”მოზო.გე “და ასევე”ემასკრედიტმა” მომხმარებლებს განუცხადეს რომ ისინი ვეღარ ისარგებლებდნენ სესხის გადავადების ფუნქციით და მომხმარებლებისაგან სესხების დაუყოვნებლივ,ძველი პროცენტით გადახდას ითხოვენ. აღნიშნული გაუგებრობის მიზეზად კი სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მოჰყავთ.რაც გულისხმობს იმას,  რომ საზოგადოება სახელმწიფოს მიმართ გამოხატავს პრეტენზიას.

აღმოჩნდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მხოლოდ იმ პუნქტებს,რომლითაც შესაძლებელია  მათთვის სარგებელის პოვნა.

კანონში არსებული ხარვეზებისა და დაუსჯელობის სინდრომის გამო,დღეს ქვეყნის მოსახლეობის 38 პროცენტი ზარალდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მაღალი პროცენტისა და მუდმივად ცვლადი პირობების გამო,აღნიშნული ბიზნესების წლიური მოგება კი ხუთ მილიონ დოლარამდე ადის..

პოლიტიკურ  კულუარებში საუბარია იმაზე,რომ ერთ-ერთი მსხვილი  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლობირებას უშუალოდ  მთავრობის წევრი ახდენს,რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის “გადარჩენაში”.

სააგენტო newstime.ge აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

შედეგებს უახლოეს მომავალში სააგენტოს მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე შეიტყობთ.

 

 

Newstime