ტრამპი: შეწყვიტეთ პოლიტკორექტულობა!

289

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლონდონის ტერაქტის შემდეგ განაცხადა, რომ დროა, დავასრულოთ პოლიტკორექტულობა, რადგან სხვა შემთხვევაში საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება.

-“ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პოლიტიკურ კორექტულობაზე ფიქრი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. თუ უფრო გონივრულად არ ვიმოქმედებთ, სულ უფრო უარეს მდგომარეობას მივიღებთ”-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ თვითერში.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ტერაქტი გუშინ საღამოს, ლონდონის დროით 22:00 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

Newstime