ლონდონის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

349

ტერაქტი ლონდონის დროით 22:00 საათზე მოხდა, სატვირთო ავტომობილი განზრახ დაეჯახა გამვლელებს ლონდონის ხიდზე. გარდაცვლილია 7 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 48-ზე მეტია.

ბრიტანეთის კონტრტერორიზმის ოფიცრის განცხადებით, პოლიციამ 3 ტერორისტი გაანეიტრალა ადგილზევე.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, საკმარისზე მეტი ტოლერანტულობა გამოიჩინეს ისლამისტი ექსტრემისტების მიმართ, რაც უნდა დასრულდეს.

პოლიციამ 12 ეჭვმიტანილი დააკავა რეიდის შედეგად.

Newstime