ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება დატოვა

124

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-მ პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმება დაატოვა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ძალიან სამწუხარო ფაქტად შეაფასა ტრამპის გადაწყვეტილება, თუმცა დაიცვა შეთანხმება და განაცხადა, რომ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს მას და მის ევროპულ გუნდს.

ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძვირად უჯდება ამერიკელებს.”მე პრეზიდენტად ამირჩიეს იმისათვის, რომ პიტსბურგის მოქალაქეების ინტერესი დავიცვა და არა პარიზის”-აღნიშნა ტრამპმა.

პარიზის შეთანხმება აშშ-სა და სხვა 187 სახელმწიფოს შორის ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არაუმეტეს 2 გრადუსისა.

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში აშშ-ს გასვლა შეთანხმებიდან გამოიწვევს გლობალური ტემპერატურის მატებას 0.3 გრადუსით საუკუნის ბოლოსთვის.

Newstime