მაკრონის პასუხი ტრამპს: ” ჩვენი პლანეტა ისევ დიდებული გავხადოთ!”

192

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს აცნობა, რომ აშშ-მ დატოვა პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმება, მსოფლიოს ლიდერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ყველაზე შთამბეჭდავი განცხადება, გერმანიისა და იტალიის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

– “თუ ჩვენ არ ვიღონებთ რამეს, ჩვენი შვილები იცხოვრებენ მიგრაციების სამყაროში, ომების და ხელმოკლეობის სამყაროში, საშიშ სამყაროში”- აცხადებს საფრანგეთის ლიდერი, რომელმაც იცის, რომ ეროვნული უსაფრთხოების თემა ყველაზე სენსიტიური საკითხია ამერიკელებისთვის.

 

მან ასევე გააკეთა განცხადება მეცნიერებისა და ინჟინერებისთვის, რომელთაც სურთ გლობალური კლიმატის საკითხებზე მუშაობა, შესთავაზა მათ აშშ-დან საფრანგეთისკენ გეზის აღება, რითაც ტრამპის მთავარ არგუმენტს (რომ პარიზის ხელშეკრულების დატოვება აშშ-თვის ეკონომიკური ინტერესია) ხაზი გადაუსვა, რადგან ფაქტობრივად ამერიკის საზოგადოების ყველაზე ინოვაციური სეგმენტი მიიპატიჟა პარიზში.

საუბრის ბოლოს, მაკრონმა ამერიკელებს, ფრანგებსა და მთელ მსოფლიოს მოუწოდა, რომ “ჩვენი პლანეტა ისევ დიდებული გავხადოთ”, რაც ძალიან ჰგავს ტრამპის სლოგანს და საზოგადოებაში უკვე გამოიწვია სხვადასხვაგვარი რეაქცია.

Newstime