ტრამპი: ჩრდილოეთ კორეამ უპატივცემულობა გამოიჩინა ჩინეთის მიმართ

162

აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა თავისი მეზობლის, ჩინეთის მიმართ, ბალისტიკური რაკეტის გამოცდით.

ჩრდილოეთ კორეის მიერ დღეს გამოცდილი Scud-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც იაპონიის ეკონომიკურ ზონაში დაეშვა, ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზნის, კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტის შექმნას ემსახურება.

იაპონიის პრემიერ მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, ის აშშ-თან თანამშრომლობას გეგმავს ჩრდილოეთ კორეის შეჩერების და თავისი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

Newstime